პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რაჭაში სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები ნელ-ნელა ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება.

"კიდევ ერთი კვირა და აქ ყველაფერი, სიწყნარე და სიმშვიდე იქნება. შემდეგ უკვე ინფრასტრუქტურის სამინისტრო სისტემურად გააგრძელებს დაზიანებული მაგისტრალური ინფრასტრუქტურის აღდგენას და ამას დასჭირდება თვეები და, როგორც ჩანს, ათობით მილიონი ლარი" — განაცხადა გახარიამ, რომელიც რაჭაში ინფრასტრუქტურის მინისტ მაია ცქიტიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

გახარიას ინფორმაციით, ფაქტობრივად, მაღალი გამავლობის მანქანისთვის ყველა სოფელი მისაწვდომია და სოფლებთან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მაღალი გამავლობის მანქანებით. რაც შეეხება მსუბუქ ავტომობილებს, გახარიას თქმით, ამისთვის ალბათ კიდევ 3-4 დღე იქნება საჭირო.

"აღდგენილია ელექტროენერგია და წყალმომარაგება. ფაქტობრივად, მოწყვეტილი სოფლები ეტაპობრივად, ნელ-ნელა უკვე ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან", — აღნიშნა მან.

რაჭაში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის გამო, 12 სოფელი გარესამყაროს იყო მოწმოწყვეტილი. სტიქიამ ასევე დააზიანა 10 ხიდი, 8 ადგილას ჩაინგრა ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე, რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.