თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრი, ლევან სამუშია ლელოში გადავიდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

"ჩვენ გვიერთდება ძალიან კარგი ადამიანი, მეომარეი, რომელიც ყოველთვის იდგა წინა ხაზზე, ეს ადამიანი ლევან სამუშიაა. ჩვენ სხვა პოლიტიკური პარტიებისგან იმითაც გამოვირჩევით, ჩვენთან პოლიტიკური პარტია კომპლექსდება პროფესიონალების კუთხითაც. ჩვენ ერთ-ერთი ძლიერი გუნდი ვართ ეკონომიკის მიმართულები, ლევანს მინდა წარმატება ვუსურვო", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ლევან სამუშიამ პარტია თავისუფალი დემოკრატები დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.