ბოლნისში ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული აგროცენტრი ადგილობრივებს წარმოების განვითარებაში ეხმარება
ძმების მარანის დამფუძნებელი გურამ ავქოფაშვილი და მისი ძმა გიორგი ოჯახის მეოთხე თაობაა, რომლებიც ბოლნისში მევენახეობა-მეღვინეობას ეწევიან და ქართული ტრადიციული მეთოდით ნატურალურ ღვინოს აწარმოებენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანში გაშენებული მათი ახალი ჩინურის ვენახი უკვე ხუთი წლისაა.
ძმების მარანმა ქართული ტრადიციული მეთოდით ნატურალური ღვინის წარმოება და ბოთლში ჩამოსხმა 2015 წელს დაიწყო. თუმცა, სხვა მეღვინეების მსგავსად, მათაც ჰქონდათ ღვინის გაფილტვრის, ჩამოსხმის, ეტიკეტირებისა და მოძველებული ღვინის შესანახი ჭურჭლის პრობლემა. წელს, გურამ და გიორგი ავქოფაშვილების მცირე საოჯახო მარანი, ისევე როგორც სხვა მეღვინეები, ამ პრობლემებს მარტივად გადაჭრიან.
მევენახე ამბობს, რომ ამის საშუალება მას შემდეგ მიეცათ, რაც ბოლნისში აგროცენტრი გაიხსნა. ძმების მარანი ღვინოს თავდაპირველად საქართველოს ბაზრისთვის ამზადებს, მომავალში კი მის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, აგროცენტრი 2020 წლის იანვარში გაიხსნა. ცენტრი ევროკავშირის დაფინანსებით მერები ეკონომიკური ზრდისთვის ინიციატივის ფარგლებში ჩამოყალიბდა. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს ისარგებლოს, როგორც საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურებებით ფინანსებსა და ბუღალტერიაში, ისე მარკეტინგული და იურიდიული მომსახურებით. ასევე, ცენტრი აღჭურვილია ევროპული სტანდარტის დანადგარებით, სადაც ბევრ სხვა მომსახურებასთან ერთად ფერმერს შეუძლია წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეფუთვა და ეტიკეტირება, ღვინის ჩამოსხმა ბოთლებში, ადგილზე ქვევრიდან ღვინის გადაღება, გაფილტვრა, შესაბამის ბოთლში ჩამოსხმა და ეტიკეტირება. აგროცენტრი ადგილობრივ ფერმერებს, ასევე აწვდის პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციას და ცოდნას.
აღსანიშნავია, რომ პროექტის საქმიანობებს საფუძვლად დაედო მუნიციპალიტეტის საწარმოო შესაძლობლობების კვლევა, სადაც პირველად საქართველოში მუნიციპალიტეტის დონეზე გამოყენებული იყო კლასტერული მიდგომა. ამ მიდგომამ გამოავლინა მუნიციპალიტეტში არსებული მეღვინეობის პრეკლასტერი. ასევე, კვლევამ გამოკვეთა აგროწარმოების, ტურიზმის, სამშენებლო მასალებისა და ინტეგრირებული კლასტერის ჩამოყალიბების მნიშვნელობა და გამოკვეთა ამ კლასტერების ეკონომიკური სარგებელი.
კიდევ ერთი მეწარმე, რომელმაც აგროცენტრით უკვე ისარგებლა, მერი მახარაძეა. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველიდანაა და ყველის წარმოებას ეწევა. სოფელი აჭარელი ეკომიგრანტებითაა დასახლებული და ამჟამად საწარმოში ცხრა ადგილობრივი ქალბატონია დასაქმებული. საწარმო დისველი ადგილობრივი რძისგან აწარმოებს ქართული ყველის სხვადასხვა სახეობას და დღეში 2 ტონამდე რძის გადამუშავებას ახდენს. საწარმო აღჭურვილია სურსათის უვნებლობის სტანდარტებით, ადგილზე ხდება პროდუქციის ეტიკეტირება და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.
ევროკავშირმა მერები ეკონომიკური ზრდისთვის ინიციატივის ფარგლებში საგრანტო კონკურსი 2017 წელს გამოაცხადა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროექტი ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება სამ საუკეთესოში მოხვდა და დაფინანსებაც მიიღო, ჯამში 320 000 ევრო.
ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი მიმართულება, ტურიზმის განვითარებაც დაფინანსდა. სწორედ ახლა მთავრდება სამუშაოები, ბოლნისის ცენტრში ისტორიულ ნაწილში, სადაც მომავალში კაფეები, სასტუმროები და რესტორნები მოეწყობა.
აგროცენტრი ბოლნისის შესასვლელში, ცენტრალურ ქუჩაზეა განთავსებული, შენობაში ასევე გათვალისწინებულია სივრცე, სადაც ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვედრები გამართონ. ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის უმრავლესობა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეთნიკურად აზერბაიჯანელია (63,38%), ხოლო 5,02 სომეხი. სწორედ ამიტომ, ცენტრი მომსახურებას სთავაზობს როგორც აზერბაიჯანულ ისე სომხურ ენებზეც. ამჟამად, ცენტრში დასაქმებულია თერთმეტი ადამიანი, მათგან ორი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია.
გასულ წელს, ENPARD–ის პროგრამის ახალი ფაზის ფარგლებში, ევროკავშირმა და FAO-მ საქართველოში სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა და მთავრობის სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა აქტიურად დაიწყეს. ინიციატივა კარგი მოსავალი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხოლოდ ერთი ნაწილია. პროგრამა 2013 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 179,5 მილიონი ევროა. მხარდაჭერა გულისხმობს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და შესაბამის პოლიტიკასთან და კანონმდებლობასთან დაახლოებას, რათა სოფლის მეურნეობა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს და ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ადმინისტრაციული შესაძლებლობები გაძლიერდეს. საკომუნიკაციო კამპანიის და წარმატების ისტორიების შესახებ ინფორმაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ კამპანიის ვებგვერდზე და Facebook გვერდზე.
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები