გორში აქტივისტებმა სტალინის გამზირს სახელი "გადაარქვეს" და მას თავისუფლების გამზირი უწოდეს. ამასთან ერთად, სახელები "გადაერქვა" რამდენიმე მთავარ ქუჩას და მათ სხვადასხვა ქართველი საზოგადო მოღვაწის სახელები ეწოდა, მათ შორისაა ვაჟა-ფშაველას, მარო მაყაშვილის, თავისუფლების, კირიონ მე-II-ის, ივანე მაჩაბლის და ევროპის ქუჩები.

საინიციატივო ჯგუფ მაროს წევრი, თეონა ფანქველაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ ქუჩებისთვის სახელების გადარქმევას მეგობრებთან ერთად უკვე 4 წელია ითხოვს.

"კანონმა უნდა დაიწყოს მოქმედება. თავისუფლების ქარტია, რომელიც 2013 წელს მიიღეს და სადაც ცალსახად წერია, რომ ტოტალიტარული, ფაშისტური და კომუნისტური სახელწოდებები, რომლებიც ქუჩებს, ძეგლებს, ბარელიეფებს ჰქვიათ, უნდა შეიცვალოს" — ამბობს ფანქველაშვილი.

მისივე განცხადებით, გარდა იმისა, რომ ამით კანონი ირღვევა, პროდასავლური კურსის მქონე ქვეყნისთვის "მინიმუმ, უხერხულია", რომ გორში მთავარ ქუჩას სტალინის სახელი ჰქვია