პასუხი დისნეის — კინოთეატრის მეპატრონემ მულანის პოსტერი დალეწა
ამ კვირაში დისნეიმ დააანონსა, რომ თავისი საკულტო ანიმაციის მულანი ფილმად ქცეულ ვერსიას მაყურებლების მნიშვნელოვანი ნაწილი სტრიმინგ სერვის Disney Plus-ზე იხილავდა.
ამ ფაქტმა, ცხადია, მრავალი კინომოყვარული გაახარა — დიდხნიანი ლოდინის შემდეგ ნანატრი ფილმის ხილვა შეეძლებათ, თუმცა კინოთეატრების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები გაანაწყენა.
მათ შორისაა ერთ-ერთი ფრანგული კინოთეატრის მეპატრონე, რომელიც ამ გადაწყვეტილებამ იმდენად გააბრაზა, რომ ფილმის პოსტერი ბეისბოლის ჯოხით დალეწა და ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეო ტვიტერზე მოულოდნელად პოპულარული გახდა: სულ რაღაც ერთ დღეში მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
პარიზის სამხრეთ ნაწილში მდებარე კინოთეატრ Cinepal-ის მეპატრონემ, ჟერარდ ლემუანმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ ქმედებით საკუთარი იმედგაცრუება და მწუხარება გამოხატა.
"კინოთეატრების უმეტესობას წარმოუდგენელი ძალისხმევა გვჭირდება, რომ კვლავ განაახლოთ მუშაობა. განსაკუთრებულ იმედებს კი იმ მაღალი მოლოდინების პროექტებზე ვამყარებთ, რომელთა პრემიერებიც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. მულანის დაკარგვით კი ჩვენ დავკარგეთ შესაძლებლობა, რომ მაყურებლისთვის დიდი ხნის ნანატრი ფილმი შეგვეთავაზებინა, რაც გასული მძიმე კვირების შემდეგ ძალიან დაგვეხმარებოდა", — ამბობს ჟერარდ ლემუანი.
სხვა ბევრი კინოთეატრის მეპატრონის მსგავსად, ჟერარდ ლემუანიც ახლა ყველაზე დიდ იმედებს კრისტოფერ ნოლანის Tenet-ზე ამყარებს:
"კომპანია Warner Bros.-ის მადლობელი ვართ, რადგან ფილმის პრემიერას აგვისტოს ბოლოს გეგმავს კინოთეატრებში. თუმცა ეს არ არის საკმარისი. კინოსტუდიებმა უნდა შეიგნონ, რომ თუ ფილმების პრემიერებს გააუქმებენ ან მათ მხოლოდ ონლაინ აჩვენებენ, დიდხან ვეღარ გავაგრძელებთ. ჩემი სიცოცხლე კინოში ფილმების ჩვენებას მივუძღვენი და არ მინდა, ახლა მოვკვდე".
ნოლანის ახალი ფილმის პრემიერა აშშ-ში გაურკვეველი ვადით გადაიდო, თუმცა სხვა ქვეყნებში, სადაც კინოთეატრები ნელ-ნელა სულ უფრო აქტიურად ამუშავდა, უახლოეს კვირებში გამოვა დიდ ეკრანებზე.
რაც შეეხება მულანს, დისნეიმ გადაწყვიტა, რომ მისი ექსკლუზიური პრემიერა თავის ახალ სტრიმინგ პლატფორმაზე Disney+ შედგეს 4 სექტემბერს: მომხმარებლები $29.99-ად შეძლებენ ფილმის ნახვას. იმ ქვეყნებში კი, სადაც ეს სტრიმინგ სერვისი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი (მათ შორისაა საქართველო), ფილმის პრემიერა კვლავ კინოთეატრებში გაიმართება.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები