ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერია განცხადებით, რუსეთი საქართველოს მთავარი საფრთხეა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ნებისმიერი საფრთხე თავიდან ავიცილოთ. დეპუტატმა ეს განცხადება მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა.

"პუტინის რუსეთი აგრძელებს საოკუპაციო ხაზის გადმოწევას, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობას და გატაცებას და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის მთავარი საფრთხეა" — თქვა ბოკერიამ.

მისი განცხადებით, 7 აგვისტო არის "ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან უახლესი ისტორიაში მასშტაბური აგრესიის დღე".

"ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გმირების თავგანწირვამ, ქართულმა საზოგადოებამ და შემდეგ დაგვიანებულად, თუმცა თავისუფალი სამყაროს პრინციპულმა მხარდაჭერამ შეგვინარჩუნა სახელმწიფოებრიობა" — აცხადებს იგი.