5 რჩევა, რომლის დახმარებით საცხოვრებელ სივრცეს მყუდრო სახლად გადააქცევთ
საკუთარ ბინაში დროის სასიამოვნოდ გატარების საუკეთესო გზა ინტერიერის თქვენ თავზე მორგებაა. ფერების, ავეჯის განლაგების, თუნდაც უმნიშვნელო დეტალების დაკვირვებით შერჩევა მნიშვნელოვანია, რადგან ბინის ინტერიერი თქვენს ინტერესებსა და მისწრაფებებს უნდა ითვალისწინებდეს — ასე უბრალო საცხოვრებელი სივრცე სახლის დატვირთვას იძენს. ბინის მოწყობისას არ უნდა შეუშინდეთ რისკებს, თამამი ნაბიჯებიც უნდა გადადგათ, რათა ინტერიერი დიდხანს არ მოგბეზრდეთ.
ფერთა გამას განწყობაზე დიდი გავლენა აქვს, ამიტომ კარგად უნდა დააკვირდეთ, რა ერგება ბინის კონცეფციას და რა — არა. სახლის დიზაინს თანაბრად უნდა შეეძლოს პოზიტიური განწყობის, აღტაცების, სიმშვიდის შეგრძნების გამოწვევა.
ამ სტატიაში ხუთ რჩევას შემოგთავაზებთ, რომელიც თქვენი სახლის საუკეთესო ვერსიის შექმნაში დაგეხმარებათ.
1. ყურადღება მიაქციეთ ფერთა გამას
თუ გსურთ, თქვენი საცხოვრებელი სხვადასხვა ტონებით დატვირთოთ, შეგიძლიათ, ეს ისე გააკეთოთ, რომ ბინაში კონფლიქტური, ქაოტური განწყობა არ გამოიწვიოთ.
მთავარია, ყურადღება მიაქციოთ ფერთა გამას და ერთმანეთისგან განსხვავებულ ფერების ტონებს მოერიდოთ. შეარჩიეთ ერთი საბაზისო ფერი, რომელსაც სხვადასხვა ტონებით გაახალისებთ. თუ ფერადოვნების მიღწევა გსურთ, თეთრი საუკეთესო ძირითადი ფერია, რადგან მარტივად მართვადია, შემდეგ დაფიქრდით, კიდევ რომელი ფერების ათვისებას აპირებთ და ამის მიხედვით შეარჩიეთ ტონები. მაგალითად, თუ ლურჯის და ნარინჯისფერის გამოყენებას გადაწყვეტთ, ტონები ამ ფერთა ოჯახიდან შეარჩიეთ.
ლურჯის ტონებიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ — შაბიამნისფერი, კობალტისფერი, ლაჟვარდისფერი თუ ზღვისფერი. ნარინჯისფერიც მრავალი ტონით არის წარმოდგენილი — მარჯნისფერი, მანდარინის თუ გრეიფრუტის ტონები იდეალური იქნება ინტერიერისთვის. ექსპერიმენტები და ფერებით გადატვირთვა საუკეთესოა ბინის შემოსასვლელში, რადგან ადამიანს დიდი დროის გატარება არ უწევს და თვალი ნაკლებად იღლება. სახლში დაბრუნებისას განწყობის ამამაღლებელ, გამაჯანსაღებელ ეფექტს იქონიებს და საღამოს ჰარმონიულად გატარებისთვის შეგამზადებთ.
2. ლურჯის და თეთრის კომბინაცია ყოველთვის გამართლებულია
ამ ფერების კომბინაცია არასდროს ძველდება, ისევე, როგორც თეთრი მაისური და ჯინსი, ან ზღვისფერი ქვედაბოლო და თეთრი ზედა. კლასიკური ფერების კომბინაცია შეიძლება მოსაწყენი იყოს, მაგრამ სწორი შერჩევის შემთხვევაში ხალასი და საინტერესოა. მისაღები ოთახის კედელებისთვის საუკეთესო გადაწყვეტაა ჯინსისფერი, რომელიც თეთრ ავეჯთან კომბინაციაში დახვეწილი და სადა ინტერიერის ეფექტს ქმნის. ეს ფერთა გამა დღის ყველაზე დიდი ნაწილის ჰარმონიულ გარემოში გატარებისთვის კარგი გზაა.
3. აირჩიეთ ფერთა პალიტრა და კომბინაციებით ითამაშეთ
კარგად განსაზღვრული ფერთა პალიტრა ოთახებს ერთმანეთთან მეტად აკავშირებს და ამავდროულად ცალკეულ სივრცეებს სახასიათო ელფერს ანიჭებს. ამის მიღწევა სათანადო გარდაქმნებით არის შესაძლებელი. შედეგად, ბინას საერთო ვიზუალური კონცეფცია აქვს, მაგრამ ამავდროულად თამაშის, საინტერესო გადაწყვეტების ნაკრებია, რომელიც პოზიტიურ განწყობას და საინტერესო ატმოსფეროს ქმნის. მაგალითად, შეგიძლიათ მისაღების ჯინსისფერი კედლების და სამზარეულოს კედლების დაკავშირება, მაგრამ განმასხვავებელი დეტალი, შესაძლოა, ლურჯ ფონზე ნარინჯისფერ ტონებში გადაწყვეტილი პრინტის გამოყენება იყოს, რაც შემოსასვლელთან კავშირსაც უფრო მეტად გამოკვეთს.
4. დააბალანსეთ ფერები
მცირე ფერთა პალიტრით საუკეთესო შედეგის მიღწევის გზა სხვადასხვა სივრცეში ფერების აქცენტების ცვლაა. მაგალითად, მისაღები ოთახის ფარდების, შემოსასვლელი ოთახის კედლის ფერში გადაწყვეტა პერსპექტივას ცვლის და ამავდროულად პირდაპირ ნიშანს იძლევა საერთო იდეაზე. ოთახი სრულიად განსხვავებულ დატვირთვას იძენს, მაგრამ კავშირს არ კარგავს ბინის არცერთ კუთხესთან. ფარდების ფერზე აქცენტის გაკეთების გარდა, შეგიძლიათ, მისაღები ოთახის ავეჯის პრინტი, საძინებლის მთავარი ფერებში გადაწყვიტოთ.
5. ნივთების გასაახლებლად თეთრი ან მკვეთრი ფერები გამოიყენეთ
შეცდომა, რომელსაც ადამიანები ხშირად უშვებენ ძველი ავეჯის თავიდან მოშორებაა, ძველი კარადა, სავარძელი თუ მაგიდა შეგიძლიათ დიზაინის მოდერნულ დეტალად აქციოთ. ეს საკმაოდ მარტივია — ხრიკი ფერების სწორ გამოყენებაში მდგომარეობს. თეთრი საუკეთესო საშუალებაა ელეგანტური, სადა და თანამედროვე ელფერის მისაღებად. ძველი ავეჯის ამ ფერში შეღებვა თამამი და ამავდროულად სადა გადაწყვეტაა, რომელიც ბინას მეტ სიმყუდროვეს და ორიგინალურ ვიზუალს შესძენს. ინტერიერის შესაბამისად შეგიძლიათ მკვეთრი ფერებიც — ნარინჯისფერი, ხასხასა ლურჯი და ნეონის ფერებიც კი სცადოთ.
სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები