დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

7 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია StopCov-ზე განახლდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ერთი შემთხვევა იმპორტირებულია, ხუთი კი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი. კიდევ ერთ შემთხვევაზე, კონტაქტებისა და წყაროების დასადგენად, ეპიდემიოლოგიური კვლევის პროცესი გრძელდება.

დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 213-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 994 ადამიანი, გარდაცვლილი — 17. კარანტინის რეჟიმში 6 680 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 333 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: