პარტია ქართული მარშის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც დავით გარეჯში ქვები დაკოცნა.

"ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ ამ ქვებს ვაკოცო. ამ ქვებს თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ვაკოცოთ. ამ ქვებს უნდა მოვეფეროთ. იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი, ეს არის საქართველო და ვერავინ, ვერასდროს წაიღებს ვერც ამ ქვას, ვერც ამ მიწას, ვერც ამ ხეს", — ამბობს ბრეგაძე.