მთავრობის განცხადებებში ივანიშვილზე აქცენტი აჩენს მცდარ განცდას, რომ ეს პროგრამები მისი კეთილი ნებაა — მენაბდე
დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ, რომელზეც გიორგი გახარიამ სოციალური დახმარების ახალ პაკეტი წარადგინა, გაჩნდა კითხვები, ეს კომპენსაციები მოახლოებულ არჩევნებს ხომ არ უკავშირდება და ხომ არ გვაქვს საქმე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან. ოპოზიცია სწორედ ამ რისკებს ხედავს.
On.ge ამ თემაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრს, ვახუშტი მენაბდეს ესაუბრა. როგორც ის ამბობს, პრობლემა არის იმაში, რომ მთავრობა აქცენტირებას აკეთებს ბიძინა ივანიშვილის როლზე სპეციალურ ფონდში, რაც მოსახლეობაში აჩენს განცდას, თითქოს სოციალური პროგრამები ივანიშვილის კეთილი ნებაა.
მენაბდე აღნიშნავს, რომ პოსტპანდემიური ეკონომიკური კრიზისის პირობებში სახელმწიფოს გააჩნია მხარდამჭერი პროგრამები, რომლებიც ეკონომიკურ დარტყმას შეამსუბუქებს, განსაკუთრებით მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილისთვის.
ვახუშტი მენაბდის თქმით, ამის მიუხედავად, არსებობს საფრთხე, რომ ხელისუფლებამ კრიზისული ვითარება მანიპულაციისა და საკუთარი პარტიული მიზნებისთვის გამოიყენოს.
"ჩვენ გვაქვს შიშები. პირველი, გვაქვს შიშები ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, როგორც აკეთებდა ამას ყველა ხელისუფლება და მათ შორის, ქართული ოცნება. და მეორე, ჩვენ უკვე დღეს დავინახეთ ეს რიტორიკა, ბიძინა ივანიშვილზე მითითება და ა.შ.
ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს ამგვარი პროგრამები აქვს. რომ არ ქონდეს და უგულებელყოფდეს ამ ვითარებას, პრობლემა იქნებოდა. მაგრამ მეორე საკითხია ის, რომ ყოველთვის, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან პარტიული მიზნებისთვის კრიზისული ვითარების სათავისოდ გამოყენების საფრთხე არსებობს", — აცხადებს ის.
საია-ს პოზიციაა, რომ ასეთ შემთხვევებში ერთმანეთისგან მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს სახელმწიფო და პარტიული ხაზი, რათა ამომრჩეველმა მხარდაჭერა პარტიულ დახმარებად არ აღიქვას.
"მეტიც, ხელისუფლებამ ხაზი უნდა გაუსვას, რომ ეს არის მისი, როგორც მთავრობის ვალდებულება და არავითარ პოლიტიკურ კეთილ ნებასთან არ გვაქვს საქმე. ეს უნდა იყოს მკაფიო, რათა ამომრჩეველმა არ აღიქვას, თითქოს პარტია ეხმარება ან პარტიული კეთილი ნების გამო მიიღო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება", — აცხადებს მენაბდე On.ge-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ხალხი უნდა დაარწმუნოს, რომ მხარდაჭერის ეს პაკეტები წინასაარჩევნო მანიპულაცია არ არის და გრძელვადიანი გეგმის ნაწილია, რომელიც არჩევნების წინ გულის მოსაგებად კი არ არის გაკეთებული, არამედ რეალურად ემსახურება კრიზისის შემცირებას.
"მაგალითად, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარებები. ეს ხომ არაფერს წარმოადგენს ცალკე აღებული. ამიტომ ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ეს არის რაღაც ბაზისი, რომელზეც დაფუძნდება სხვა ნაბიჯები, რომელიც მთავრობამ უნდა გადადგას იმისთვის, რომ თუნდაც თვითდასაქმებულების ინდივიდუალურ საჭიროებებს მოერგოს და უფრო მეტი გააკეთოს“ , — აცხადებს მენაბდე.
დღეს, 6 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პერიოდში მოქალაქეების კომპენსაციის ფარგლებში 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს 17 ასაკის წლამდე ყველ ბავშვი, გახანგრძლივდება კომუნალური გადასახადების პროგრამა, კომპენსაციას მიიღებენ ის თვითდასაქმებულებიც, რომლებსაც არასრული დოკუმენტაცია ჰქონდათ და ასევე, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის სწავლის საფასური აუნაზღაურდებათ.
გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ინიციატივას არჩევნებთან კავშირი არ აქვს და მოსალოდნელი იყო ოპოზიციის მხრიდან ამით სპეკულირება.
პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ ახალი კომპენსაციების გაცემის ბიუჯეტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განცხადა, რომ StopCov.ge-ზე ფინანსების მობილიზება საქართველოს მოქალაქეებსა და ბიძინა ივანიშვილთან ერთად გახდა შესაძლებელი.
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
კომენტარები