თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურორთან შეხვედრის შემდეგ შიმშილობის გაგრძელებას აღარ აპირებს. ამის შესახებ ბაჩალიაშვილის დედამ თავად ისაუბრა.

"რახან შემხვდა შოთაძე და რახან შემპირდა, რომ ობიექტურად იქნება გამოძიება, ჯერჯერობით შიმშილობის გაგრძელებას აღარ ვაპირებ", — თეონა თამაზაშვილი.

მისივე თქმით, გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე შეჰპირდა, რომ ხელს არავის დააფარებენ და ვინც არ უნდა იყოს, გამოააშკარავებენ.