ქართული ოცნების რიგით მე-4 ყრილობაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანია ჯანსაღი კონკურენციის და არა კონფრონტაციის პირობებში ჩატარდეს. მისი თქმით, არჩევნები ყველა დემოკრატიული სტანდარტის დაცვით ჩატარდება:

"ჩვენ ეს შევძელით წინა ორ არჩევნებში და ჩვენ ამას შევძლებთ ახლაც. მე, როგორც ქვეყნის პრემიერ მინისტრი, ვიზრუნებ იმაზე, რომ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს თანაბარი პირობები და საარჩევნო კამპანიის თავისუფალ გარემოში წარმართვის შესაძლებლობა".

მან წარმატება უსურვა ყველას, ვისაც საქართველოს უკეთესი მომავალი სურს.