უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ პირველი კონდიციონერი, რომელიც 1902 წელს ნიუ-იორკში დამონტაჟდა, სულაც არ ყოფილა ადამიანებისთვის განკუთვნილი. დანადგარის მთავარი მოვალეობა ტიპოგრაფიაში ტენიანობასთან ბრძოლა იყო. საქმე ის გახლდათ, რომ ტენი ცუდად მოქმედებდა ბეჭდვის ხარისხზე, შესაბამისად, გამომგონებელმა უილის ქერიერმა თანამედროვე კონდიციონერის წინაპარი სწორედ ამ მიზნით შექმნა.

ადამიანების გაგრილების იდეა 1929 წელს, კომპანია General Electric-მა კვლავ წამოწია წინ და პირველი ოთახის კონდიციონერი გამოუშვა. თუმცა მაშინდელი გაგრილების სისტემები არც ისე უსაფრთხო გახლდათ. მომწამლავი ნივთიერება — ფრეონის ნაცვლად; ჰაერის მთლიანად გამოშრობა; ჟანგბადის გაიშვიათება, ალერგია, გაციება და ა.შ. — ეს და სხვა ხარვეზები ბევრ თანამედროვე კონდიციონერისთვისაც კი დღემდე პრობლემას წარმოადგენს.

ტექნიკის თანამედროვე ბრენდებმა მოწყობილობას იონიზაციის, ჰაერის დატენიანების და ვენტილაციის ფუნქციები წარმატებით შეუთავსეს, თუმცა მთავარი პრობლემა — უსიამოვნო თეთრი ხმაური და ცივი ჰაერის ნაკადის უკონტროლო შემოდინება — კვლავ პრობლემად დარჩა.

ჩვენ ხშირად ვიკავებთ თავს კონდიციონერის სახლში დამონტაჟებისგან. ამის მიზეზი კი ძალიან ბევრია: იმიტომ რომ, განსაკუთრებით პატარა ბავშვები შეიძლება გაცივდნენ; ღამით ჩართული დაგვრჩეს ისე, რომ დილით კისერგაშეშებულებმა გავიღვიძოთ და ა.შ.

თანამედროვე სამყაროს ტექნოლოგიური გამოწვევები

ალბათ, ყველა ჩვენგანი კვირაში ერთხელ მაინც ვიგებთ ხოლმე ფრაზას: "კონდიციონერი გამორთეთ რა, მიბერავს!" ყველას გვყავს საახლობლოში ან ოფისში ერთი ადამიანი მაინც, რომელიც ყველაზე მოუხერხებელ ადგილას ზის და ყოველთვის მას უფრო მეტად უბერავს კონდიციონერი, ვიდრე — დანარჩენებს.

სავარაუდოდ, სწორედ ასეთი ადამიანის გამო გადაწყვიტა ტექნოლოგიის მსოფლიო გიგანტმა, Mitsubishi Electric-მა, გამოეშვა კონდიციონერი, რომელიც "ჭკვიანი მოწყობილობის" წყალობით "ცნობს" ადამიანებს და გრილი ჰაერის ნაკადს არიდებს.

3D i-see სენსორით ახალი კონდიციონერი არამხოლოდ დამატებით კომფორტს სთავაზობს მომხმარებელს, არამედ - ზოგავს ელექტროენერგიასაც.

როგორ მუშაობს ახალი კონდიციონერი?

წარმოიდგინეთ ელექტრონული ფარდა, რომელიც ჰაერის ნაკადის მეშვეობით უვნებელყოფს ბაქტერიებს, ვირუსებს, ალერგენებს და შთანთქავს მტვერს. Mitsubishi Electric-ის სუპერტექნოლოგია პლაზმური ფილტრის მეშვეობით ახერხებს ამას.

კონდიციონერს შეუძლია -10 გრადუსამდე ცელსიუსით გააგრილოს და +46 გრადუსამდე გაათბოს სივრცე. რაც შეეხება ხმას, იგი 19 დეციბელამდე აღწევს, რაც, დაახლოებით, ფოთლების შრიალის დონის ხმაურია.

ახალი კონდიციონერი Wi-Fi-ს უერთდება და მარტივად იმართება სმარტფონით. შესაბამისად, აღნიშნული მოდელი განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როცა ცხელ ზაფხულში, პირდაპირ გზიდან გეგმავთ, რა დონეზე გაგრილებული შეიძლება დაგხვდეთ სახლი ან აგარაკი.

კონდიციონერი გამოყოფს სუფთა, იონიზებულ ნაკადს, წმენდს ჰაერს ბაქტერიებისგან და ვირუსებისგან და ნახშირბადს შთანთქავს. რაც განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც ხმაურიან და დაბინძურებულ მეგაპოლისებში ცხოვრობენ.

პლაზმური წმენდა ასევე ძალიან მოსახერხებელია ბავშვიანი ოჯახებისთვის. სეზონური გრიპებისა თუ ალერგიების მთელი სერია ხომ, პირველ რიგში, სწორედ ამ ადამიანებს გადააქვთ გვიანი შემოდგომიდან გაზაფხულის ჩათვლით.

რაც შეეხება გათბობას, გათბობის სპეციალური ჰიპერტექნოლოგია Mitsubishi Electric-ის ბრენდის კონდიციონერში გათვალისწინებულია განსაკუთრებით ცივი კლიმატისთვის, იქ, სადაც ტემპერატურა საშუალოდ -25 გრადუსს აღწევს.

ახალი კონდიციონერი ელეგანტური დიზაინითაც გამოირჩევა. მუქი ბორდოსფერი, რძისფერი, თეთრი და მქრქალი შავი - თანამედროვე სახლისა თუ ოფისის ინტერიერში განსაკუთრებულ ინოვაციურ აქცენტს შეიტანს.

Mitsubishi Electric-ის სმარტკონდიციონერის შეძენა საქართველოში უკვე შესაძლებელია ტექნიკის მაღაზიათა ქსელ გრანდ ელექტრონიქსის ვებგვერდზე და ფილიალებში.