საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს შესახებ გამართული დისკუსია, ადასტურებს, "რომ საქართველოს საკითხი, კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად არის საერთაშოიროს თანამეგობრობის პოლიტკურ დღის წესრიგში".

მან ჩამოთვალა ქვეყნები, რომლებთან უშუალო თანამშრომლობითაც მოხდა, მისი თქმით, საკითხის განხილვა და გაკეთდა მკაფიო განცხადებები: ესტონეთი, ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ირლანდია და ნორვეგია.

"კერძოდ, მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომელიც არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ამ შეთანხმების იმპლემენტაცია", — განაცახადა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, სხდომაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპების დარღვევა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელია.

2020 წლის 5 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ დახურულ სხდომაზე, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 აგვისტოს გაავრცელა.