ვინ არის საშიში მგელი — ნახეთ რიდლი სკოტის პირველი სერიალის ტრეილერი
ინგლისელ რეჟისორ რიდლი სკოტს კინომოყვარულები იცნობენ ისეთი გახმაურებული ფილმებით, როგორებიცაა გლადიატორი, უცხო და მარსელი, მალე კი მის მიერ გადაღებული სერიალის შეფასებაც შეგვეძლება.
Raised by Wolves — ასე ჰქვია ახალ სატელევიზიო შოუს, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტუალურებული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საშუალებით კაცობრიობის მომავალზე მოგვითხრობს: დედამიწაზე მომხდარი დამანგრეველი ომის გამო პლანეტა საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა, რის გამოც ადამიანები სიცოცხლის გაგრძელებას სხვა გარემოში ცდილობენ.
სერიალის სიუჟეტიც ერთ მისტიკურ პლანეტაზე ვითარდება, სადაც ორ ანდროდს ევალება, რომ ბავშვები გაზარდონ და საფრთხისგან დაიცვან. თუმცა საიდან მოდის მთავარი საფრთხე და ვინ არის საშიში მგელი, რომელიც ანდროიდის მიერ მოთხრობილი იგავური შინაარსის სამი გოჭის ისტორიაში ჩნდება, მთავარი გამოცანა იქნება.
სერიალი სულ ათეპიზოდიანი იქნება და რიდლი სკოტი პირველი ორი ეპიზოდის რეჟისორია. შოუს მთავარი შემოქმედი აარონ გუზიკოვსკია, რომელსაც აქამდე ისეთი პროექტების სცენარზე უმუშავია, როგორებიცაა დენის ვილნევის Prisoners და მაიკლ ნოერის Papillon.
სერიალი სტრიმინგ სერვის HBO Max-ს ეკუთვნის, რომელიც მაისში გამოჩნდა ბაზარზე და მაყურებლებს ისეთი დამაინტრიგებელი პროექტებით იზიდავს, როგორებიცაა Friends-ის ეკრანებზე დაბრუნება და სეთ როგენის დამაინტრიგებელი კომედია.
Raised By Wolves-ის პრემიერა 3 სექტემბერს შედგება და ჩვენც სწორედ მაშინ შეგვეძლება შეფასება, თუ რამდენად წარმატებული გამოდგა რიდლი სკოტის სატელევიზიო დებიუტი.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები