ანანურთან მდებარე ობიექტთან, ტრაილერი შევარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.