ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი კიდევ ერთხელ, ამჯერად ტახტისძირის მიმართულებით გადმოწიეს და უკანონო ინსტალაციები აღმართეს. ამის შესახებ ინფორმაცის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. უწყებაში On.ge-ს უთხრეს, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამ ეტაპზე ბორდერიზაციის პროცესი შეჩერებულია.

გარდა ინსტალაციებისა, წუხელ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე დღეს გაათავისუფლეს.