ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ 5 აგვისტოს განაცხადა, რომ ბოლო დროს საქართველოში განხორციელებული ფრენების შედეგად ჩამოსულ მგზავრთა უმრავლესობა, 3/4 საერთაშორისო ტურისტია. მან ასევე აღნიშნა რომ მოხარულია ტურისტების გამოჩენით თბილისში.

"მე, როგორც ეკონომიკის მინისტრი, არ შემიძლია სიხარულით არ აღვნიშნო, რომ ქუჩაში გამოჩნდნენ უკვე პირველი უცხოელი ტურისტები. ის, რეისები რაც ჩამოფრინდა, პარიზიდან, მიუნხენიდან, რასაც ველოდებით, ევროპიდან, შეგვიძლია ვთქვათ რომ, უდიდესი უმრავლესობა მგზავრების 3/4 უცხოელი ტურისტები არიან. აქედან გამომდინარე, ქუჩაში შევძლებთ ჩვენი მონატრებული უცხოელი ტურისტების დანახვას", — განაცხადა ნათია თურმავამ.

დღეს, 6 აგვისტოს, კი პრემიერმინისტრ გახარიასგან ვისმენთ, რომ ქვეყანა გრძელვადიან, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შედის და ტურისტის ეს რაოდენობა ქალაქში, რაც ახლა გვაქვს ზღვაში წვეთია.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირდაპირი ფრენები აღვადგინეთ მიუხენთან, პარიზთან, ვენასთან, კიდევ, რამდენიმე ქალაქთან. ეს ზღვაში წვეთია, დღეს თითო-ორილა ტურისტს თუ იპოვით თბილისში მოსეირნეს", — განაცხადა გიორგი გახარიამ