ეკონომიკის მინისტრი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატის ქართული წარმომავლობის თაობაზე და თქვა, რომ მცდელობები, "ეს საშინელი აფეთქება საქართველოსთან დაკავშირდეს, უსაფუძვლოა".

"საუბარია ამონიუმის გვარჯილაზე, აზოტოვან სასუქზე, რომელიც იწარმოება მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც და წარმოადგენს საექსპორტო მასალას. თუკი მას მოხმარების და შენახვის პირობების დაცვის გარეშე შევინახავთ, საკმაოდ სავალალო იქნება. ყველა უსაფრთხოების ნორმის დაცვით დაიტვირთა გემი 2013 წელს, ვინ შეიძინა, სად იყო, ამაზე ექსპორტიორი ქვეყანა პასუხისმგებლოას ვერ აიღებს", — განაცხადა ნათია თურნავამ.