პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, იცოდა, რომ ოპოზიციიდან "მსგავსი სპეკულირებები" იქნებოდა და სწორედ ამიტომ დაიგეგმა კომპენსაციების საკითხი ახლა. მისი მტკიცებით, ეს არჩევნებს არ უკავშირდება.

"ჩვენ ხომ გვესმის, რომ მსგავსი სპეკულირებები იქნებოდა, ამიტომ გავაკეთეთ ადრე. ცოტა უფრო პასუხისმგებლიანი, თანმიმდევული, ეფექტიანი ოპოზიცია რომ გვყავდეს, შეიძლებოდა, გაკეთებულიყო აგვისტოს ბოლოს, უფრო ლოგიკური იქნებოდა პროცესებით, ამიტომ ცოტა ვიჩქარეთ, არანაირი კავშირი არ არის. ამ დახმარების მიზანია კონკრეტული სოციალური ფართო ჯგუფების და პირველ რიგში ბავშვების დახმარება", — განაცხადა გახარიამ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პერიოდში მოქალაქეების კომპენსაციის ფარგლებში 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს 17 ასაკის წლამდე ყველ ბავშვი, გახანგრძლივდება კომუნალური გადასახადების პროგრამა, კომპენსაციას მიიღებენ ის თვითდასაქმებულებიც, რომლებსაც არასრული დოკუმენტაცია ჰქონდათ და ასევე, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის სწავლის საფასური აუნაზღაურდებათ.