ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 84 ადამიანი, რომელიც ფრონტერამ სამსახურიდან გაათავისუფლა, მძიმე მდგომარეობაში არიან, მათ 17 თვის სახელფასო დავალიანება ერიცხებათ, რის გამოც, მათ ნავთობის და გაზის კორპორაცია ერთჯერად დახმარებას აღმოუჩენს, რომელიც თითო ადამიანზე 1200 ლარს შეადგენს.

"მანამდე ვიდრე კომპანიასთან დიალოგი გრძელდება, ჩვენ ეს დახმარება მნიშვნელოვნად მიგვაჩნია", — განაცხადა მინისტრმა.

ფრონტერაზე საუბრისას თურნავამ აღნიშნა ისიც, რომ სახელმწიფოს კეთილი ნებით, არ მოიშლება თანამშრომლობის ხელშეკრულება და კომპანიას მიეცემა უფლება, გააგრძელოს მოპოვების სამუშაოები სალიცენზიო საქმიანობის ფარგლებში. მისი თქმით, სახელმწიფო კომპანიასთან შესახვედრად ემზადება, რათა ტექნიკური საკითხები შეათანხმონ