პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს მას შემდეგ შეხვდება, რაც გამოძიება დასრულდება. პოლიციის მიმართ უნდობლობის შესახებ კითხვის საპასუხოდ მან აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების დელეგიტიმაციის უფლებას არავის მისცემს.

"როგორც ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი, ვალდებული ვარ, პატივი ვცე ინსტიტუტებს. მე მშობლებთან ერთად ველოდები გამოძიების დასრულებას. მე არავის არ მივცემ უფლებას, გაგრძელდეს პოლიციის და საერთოდ მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც დღეს უბრალოდ ხორციელდება ჩვენს თვალწინ. [...] მე მშობლებთან ერთად ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგებს და რა თქმა უნდა არანაირი პრობლემა, მას შემდგომ, რაც გამოძიება დასრულდება, შეხვედრის მე არ გამაჩნია. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის პასუხისმგებლობა ქვეყნის, ქვეყნის ინსტიტუტების და მშობლების წინაშე", — თქვა მან.

გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ "უპასუხისმგებლო ადამიანები მიზნობრივად ახორიციელებენ" საქართველოს მართლსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციას და ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ეს უდიდესი რისკია "ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის ხვალ".