ქეთევან ციხელაშვილის შემდეგ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გახდა. ის დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა წარადგინა.

"ქვეყნის დეოკუპაცია გადის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან შერიგებაზე. ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების პროცესის წარმატებით წარმართვა და დასრულება. ქვეყნის ძირითად მიზნად მიგვაჩნია მშვიდობიანი დეოკუპაცია, რაც გადის შრომაზე, შერიგებაზე და კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიული ქვეყნების რანგში გადანაცვლებაზე, — განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია ასევე გამოეხმაურა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს დეოკუპაციის აცულებლობის თაობაზე და პარტნიორებს მადლობა გადაუხადა დახურულ სხდომაზე გამოთქმული მკაფიო პოზიციისთვის.

თეა ახვლედიანი აქამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, მას აქვს გამოცდილება დიპლომატიური წარმომადგენლობის და კონფლიქტების მედიაციის მიმართულებითაც.