ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra-ს წინასწარი შეკვეთა დაიწყო
5 აგვისტოს ღონისძიებაზე Samsung-მა ბოლო მოუღო ყველანაირ ჭორს, ლიქსებს (leaks), მომხმარებლების მოლოდინს და ოფიციალურად წარადგინა ნოუთ სერიის ფლაგმანები: Galaxy Note 20 და Note 20 Ultra.
Galaxy Note 20 Ultra არის მოწყობილობა, რომელიც დღესდღეობით ბაზარზე აწესებს სტანდარტს - თუ რას წარმოადგენს ჭეშმარიტად მძლავრი ფლაგმანური სმარტფონი. ის წარმოდგენილია უზარმაზარი, 6.9 ინჩიანი 120 ჰერციანი დინამიური AMOLED (ეკრანის კორპუსთან თანაფარდობა - 91.6%) უსაზღვრო ეკრანით, რომლის პიქსელების სიმჭირდოვე არის 508 ppi და აქვს უზარმაზარი 4500 mAh-იანი აკუმულატორი. უმცროსი მოდელისგან განსხვავებით აქ ასევე გვხვდება რევოლუციური, 108 MP-იანი კამერა (წინა კამერა 10MP) უსწრაფესი ლაზერული ავტო ფოკუსითა და ოპტიკური სტაბილიზაციით, რომელიც შესანიშნავ, დამახასიათებელ მკვეთრ ფერებს, იდეალურ დინამიკურ დიაპაზონსა და მაღალ დეტალიზაციას გვთავაზობს. სმარტფონს აქვს შესაძლებლობა გადაიღოს ვიდეო 8K რეზოლუციით, რაც დღემდე არც ერთი კონკურენტი კომპანიის გაჯეტში არ გვხვდება. მეორე კამერა წარმოდგენილია 12 MP-იანი სენსორით, რომელსაც შეუძლია მოაახლოვოს ფოტო ობიექტი ოპტიკურად (ხარისხის დაკარგვის გარეშე) 5-ჯერ და ჰიბრიდულად 50-ჯერ, რაც ფანტასტიკური შედეგია! რაც შეეხება მესამე კამერას, ის წარმოდგენილია 12 MP-იანი ულტრაგანიერი ლინზით, რომელიც იდეალურია ჯგუფური ფოტოებისა და დიდი შენობების სრულიად ახალი პერსპექტივით გადასაღებად. აღსანიშნავია, რომ Galaxy Note 20 Ultra არის პირველი სმარტფონი, რომელიც დაცულია Gorilla Glass 7-ით, რაც მას ყველაზე გამძლე სმარტფონად აქცევს.
Galaxy Note სერია, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია S Pen-ის გარეშე. ყველა ახალი ტექნოლოგიისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვასთან ერთად Samsung-მა ახალი ნოუთის S-Pen კიდევ უფრო გააუმჯობესა და შეყოვნების დრო 42 მილიწამიდან 12 მილიწამამდე დაიყვანა. აღნიშნული გაუმჯობესება S pen-ის მოხმარებას ბევრად უფრო სასიამოვნოს ხდის, როგორც ბიზნეს მომხმარებლებისთვის ასევე კრეატიული მიდგომების მოყვარული ადამიანებისათვის.
რაც შეეხება უმცროს მოდელს Galaxy Note 20-ს, მისი ეკრანი 6.7 ინჩიან უსაზღვრო სუპერ AMOLED ეკრანით არის წარმოდგენილი, ხოლო პიქსელების სიმჭიდროვე 393 ppi. მისი მთავარი კამერა Ultra მოდელისგან განსხვავებით 12 MP-იანი სენსორით არის აღჭურვილი, მაგრამ დიდი ძმის იდენტურად ოპტიკური სტაბილიზაცია აქვს. Note 20-ის მეორე კამერა ტელეფოტო 64 MP-იანი სენსორით არის წარმოდგენილი და მას გადასაღები პეიზაჟის ოპტიკურად 3-ჯერ , ხოლო ჰიბრიდული ზუმით 30-ჯერ დაახლოვება შეუძლია. მესამე, ულტრაგანიერი კამერა 12 MP-იანი სენსორით არის აღჭურვილი, სმარტფონის აკუმულატორი კი 4300 mAh-ს შეადგენს.
ორივე მოწყობილობაში გვხდება ახალი, Exynos 990-ის პროცესორები, რაც Samsung-ის შესანიშნავ პროგრამულ ოპტიმიზაციასთან ერთად, მათ მსოფლიოში უსწრაფეს სმარტფონად აქცევთ. რაც შეეხება ოპერატიულ მეხსიერებას, Galaxy S20-ში გვხვდება 8, ხოლო Ultra მოდელში 12 GB-იანი ვარიანტები, რაღა თქმა უნდა ორივე სმარტფონს აქვს სტერეო დინამიკები და IP68 სერტიფიკაცია.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ Samsung-მა ღონისძიებაზე ასევე წარადგინა ახალი უსადენო ყურსასმენები Galaxy Buds Live, საათი Galaxy Watch3 და ახალი თაობის ფლაგმანური სმარტფონი კეცვადი ეკრანით Galaxy Z Fold 2.
Galaxy S20 სერიის წინასწარი შეკვეთები 6 აგვისტოს დაიწყო და საჩუქრად უახლესი უსადენო ყურსასმენი, Galaxy Buds Live მოყვება. წინასწარი შეკვეთა შეგიძლიათ გააკეთოთ სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიებში (ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, მაგთი); ასევე, თქვენ გაქვთ საშუალება ჩაერთოთ Trade-In აქციაში, მიიტანოთ თქვენი ძველი სმარტფონი და მიიღოთ განსაკუთრებული ფასდაკლება ახალ ფლაგმანზე.
გვინდა შეგახსენოთ, რომ Samsung-ის სმარტფონების შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით. ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონს აქვს ოფიციალური გარანტია და მას ემსახურება ავტორიზებული სერვის ცენტრი. იგი ადაპტირებულია საქართველოს ბაზრისთვის და თავსებადია ადგილობრივი მობილური ოპერატორების ქსელებთან. ამიტომ, Samsung-ი მოგიწოდებთ შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით.
გახსოვდეს, ჰოლოგრამა გიცავს!
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები