გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს — ამერიკის ხმა
გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომის და საქართველოს შესახებ იმსჯელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის ხმა ავრცელებს.
"მიმდინარე კვირაში, 12 წელი გავა მას შემდეგ, რაც 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი დაიწყო. გვახსოვს ისინი, ვინც დაიღუპა და ისინი, ვინც საკუთარი სახლი დაკარგა. სინანულს გამოვთქვამთ იმ მცირე პროგრესის გამო, რისი მიღწევაც კონფლიქტის გადასაჭრელად, 2008 წლის 12 აგვისტოსა და რვა სექტემბერის შეთანხმებების შემდეგ მოხერხდა", — გამოცემის ინფორმაციით, სწორედ ასე იწყება გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების ერთობლივი განცხადება აგვისტოს ომის შესახებ.
მათივე ინფორმაციით, ამ განცხადების მონაწილე საბჭოს წევრი რვა ქვეყანაა: ბელგია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და ირლანდია.
განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
"რუსეთის შეიარაღებული ძალების განგრძობადი ყოფნა საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში", ასევე რუსეთის მიერ ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს, ასევე — საერთაშორისო წესრიგის ნორმებს", — აღნიშნავენ განცხადების ავტორები.
ამერიკის ხმა ასევე იუწყება, რომ განცხადების გამავრცელებელი ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ პანდემიის პირობებში ისედაც უკანონო ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელების გამო. განცხადების ავტორები ასევე მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 12 აგვისტოს დადებული, 6-პუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები