აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის განცხადებით, არახელსაყრელი საერთაშორისო გარემოებების მიუხედავად, საქართველომ საკუთარი ეკონომიკა და დემოკრატია თვითონ უნდა ააშენოს. ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან ისაუბრა. რაისის თქმით, საერთაშორისო სისტემას შეუძლია დაეხმაროს ქვეყანას, მაგრამ ყველაფერი კარგი საშინაო მმართველობით იწყება.

"თავდაპირველად, მინდა გითხრათ, როგორც ქართველებსა და უკრაინელებს ვუთხარი, საერთაშორისო გარემოებები შეიძლება არ იყოს ძალიან ხელსაყრელი, მაგრამ თქვენ უნდა ააშენოთ თქვენი ქვეყანა, თქვენი დემოკრატია, ეკონომია. უნდა გქონდეთ სწორი ეკონომიკური განვითარებისთვის სწორი წესები და კანონები და საერთაშორისო სისტემას შეეძლება დაგეხმაროთ. თუმცა, ეს ყველაფერი კარგი საშინაო მმართველობით იწყება. ქართულ დემოკრატიას ჰქონდა თავისი აღმასვლა და დაღმასვლა, მაგრამ ის გადარჩა და ვფიქრობ, ეს კარგი ნიშანია", — განაცხადა მან.