2019 წლის 31 დეკემბრის შუა ღამეს, როცა მსოფლიოს გარშემო ადამიანები საახალწლო სურვილებს იფიქრებდნენ, სავარაუდოდ ბევრი არ ელოდა, რომ 2020 წელს თანამედროვე ისტორიის ყველაზე მასშტაბურ პანდემიას ვიხილავდით.

ტერმინები "კარანტინი" და "თვითიზოლაცია" პანდემიის დაწყებასთან ერთად ხშირად გაისმის. ასეთი მასშტაბური მოვლენით შთაგონებულმა მეცნიერებმა ახლადაღმოჩენილ პარაზიტ სოკოს "კარანტინი", უფრო სწორად Laboulbenia Quarantenae დაარქვეს.

ღამის სპეციალური განათებების და ხაფანგების მეშვეობით, ენტომოლოგების ჯგუფი ბელგიის და ჰოლანდიის ტყეებში ანთროპოდებზე დაკვრივებით ახალ სოკოს ეძებდა. შედეგად მათ ორი აღმოჩენა გააკეთეს, Laboulbenia Quarantenae და Laboulbenia Vulgaris.

პარაზიტი სოკოს "საცეცები", რომლითად ის მწერებს ემაგრება

ფოტო: Andre De Kesel

ეს სოკოები ხის ტოტისმაგვარ წანაზარდებს იკეთებენ, რომლითაც ცოცხალ ორგანიზმებს ემაგრებიან. საცოდავ ანთროპოდზე დამაგრებულ სოკოს ცხოველის შიდა ღრუებზე და სითხეთა მიმოცვლის სისტემებზე აქვს წვდომა.

მეცნიერების თქმით, პარაზიტები და მათი მასპინძლები ერთგვარ ევოლუციურ რბოლაში იმყოფებიან. ერთი მხრივ, პარაზიტები ორგანიზმში შეღწევის ახალ მეთოდებს პოულობენ, ხოლო მეორე მხრივ, ცხოველები თავდაცვის მექანიზმების ახალ გზებს ეძებენ. ამ "დაპირისპირების" შედეგად კი ახალი სახეობები წარმოიქმნებიან.