დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სექტორი ემზადება დიდი კვლევისთვის, რომელმაც ქვეყანაში ინფექციის გავრცელების ზოგადი მაჩვენებელი უნდა დაადგინოს.

"ვემზადებით სეროპრევალენტობის კვლევისთვის, რომელიც სადღაც 10 დღეში დაიწყება. მან უნდა მოგცეს ინფორმაცია, ქვეყანაში რამდენმა ადამიანმა გადაიტანა და დაახლოებით, რა არის ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი", — განაცხადა გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

5 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 1 197-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 974 ადამიანი, გარდაცვლილი — 17. კარანტინის რეჟიმში 7 066 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 294 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: