ამერიკული საშინელებათა ისტორიისა და შუღლის შემქმნელმა რაიან მერფიმ ახალი სერიალი ნეტფლიქსისთვის გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს მერფის ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი, სარა პოლსონი ასრულებს.

Ratched კენ კიზის საკულტო წიგნის, გუგულის ბუდეზე ვიღაც გადაფრინდა გმირის, მედდა რეჩედის შესახებაა და ცნობილი ისტორიის პრიქველს წარმოგვიდგენს. სერიალი გვიჩვენებს, თუ როგორ ტრანსფორმირდა იგი უბრალო მედდიდან შიშისმომგვრელ ავტორიტეტულ ფიგურამდე.

ნეტფლიქსის მიერ გამოქვეყნებული პირველი ტრეილერი ამ კითხვაზე მიმანიშნებელ პასუხებს უკვე გვაძლევს.

"თუ ომის დროს ერთ ადამიანს გადაარჩენ — გმირი ხარ, ხოლო თუ ასობით ადამიანს, უბრალო მედდა", — ამბობს ახალგაზრდა რეჩედი.

სერიალში სიუჟეტი 1947 წლიდან ვითარდება, როცა მთავარი გმირი მილდრედ რეჩედი ჩრდილოეთ კალიფორნიაში მედდად იწყებს მუშაობას. ტრეილერი გვიტოვებს განცდას, რომ AHS-ს სახიფათო და უსიამოვნო გარემოს მერფი არც ახალ სერიალში მოგვაკლებს. საავადმყოფოში პაციენტებზე სახიფათო ექსპერიმენტებს ატარებენ, ახალბედა მილდრედი კი თავგადადებული მედდას იმიჯს ირგებს, თუმცა ბევრი რამ იცვლება, როცა ის ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში ინაცვლებს.

მილდრედ რეჩედში მაყურებელი სიბნელესა და ბოროტებას ნელ-ნელა შეამჩნევს, რაც მათ დაარწმუნებს, რომ ნამდვილ მონსტრებად არ იბადებიან, — იქმნებიან.

ფოტო: Netflix

პირველი სეზონის პრემიერა პოპულარულ სტრიმინგ სერვისზე 18 სექტემბერს შედგება.

One Flew Over the Cuckoo's Nest კენ კიზმა 1962 წელს დაიწერა, ხოლო წიგნის მიხედვით 1975 წელს მილოშ ფორმანმა ლეგენდარული ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარი როლი ჯეკ ნიკოლსონმა შეასრულა. მსოფლიოს დიდი ნაწილი ერთხმად აღიარებს, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ფილმი წიგნს არათუ არ ჩამოუვარდება, კონკურენციასაც კი უწევს. იმედი ვიქონიოთ, რომ იმედებს არც სარა პოლსონისა და რაიან მერფის საერთო ნამუშევარი გაგვიცრუებს.

გაიგეთ მეტი: