ლიბანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბეირუთში აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული. მისივე თქმით, მომხდარის გამო პასუხისმგებელი პირები მკაცრად დაისჯებიან.

ამ დროის მონაცემებით ძლიერი აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 3 000 დაშავდა. ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ დაშავებულთა რიცხვი გაიზრდება.