ბაჩალიაშვილის ოჯახს ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან კონკრეტული კითხვები აქვს. ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა. მიხეილ რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი კომპიუტერით ისეთი მასშტაბის სამუშაოებს აწარმოებდა, შეუძლებელია, მის პირად კომპიუტერში რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ ყოფილიყო. გარდა ამისა, რამიშვილი აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის დედას საკუთარი თვალით უნახავს როგორ სარგებლობდა თავისი შვილი ფეისბუკით საკუთარ ლეპტოპში. ექპერტიზის დასკვნის მიხედვით, კი გარდაცვლილის კომპიუტერში არცერთი სოციალური ქსელის აპლიკაცია არ მოიძებნა.

"აბსოლუტურად არაფერი მოიძებნა შიგნით. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ გაასუფთავა კომპიუტერი. ეს იქნება ერთ-ერთი შეკითხვა ფედერალურ ბიუროსთან. თუ გავითვალისწინებთ, ლოკაციას, სიტუაციას, წყაროს, ინფორმაციას, იძლევა უტყუარ მტკიცებულებებს, რომ ეს იყო არა თვითმკვლელობა ან თვითმკვლელობამდე მიყვანა, არამედ მკვლელობა".

რამიშვილის განცხადებით შსს-ს მიერ ოჯახთან შესახვედრად გამოთქმული მზაობა არ უნდა დარჩეს დაპირებად და უნდა იყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმის წინაპირობა.