პარტია "რეფორმერის" წევრი, უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია — დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ადამიანებმა დაიცვან თავი ტყუილისგან, გაარჩიონ ფაქტები მოსაზრებებისგან, სიმართლე — დეზინფორმაციისგან.

4 აგვისტოს სასტუმრო "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" პოლიტიკური პარტია "რეფორმერის" წევრმა, უსაფრთხოების ექსპერტმა ლაშა პატარაიამ გამართა მასტერკლასი "პოლიტიკური ტყუილი, პროპაგანდა, მასებზე მანიპულაცია და სიცრუის თეორია"

მასტერკლასს დაესწრო 200-ზე მეტი მონაწილე, მასტერკლასი ჩატარდა პარტია "რეფორმერის" ორგანიზებით.

"პოლიტიკური ტყუილი, პროპაგანდა, მასებზე მანიპულაცია და სიცრუის თეორია" — ყველაზე მოთხოვნადი მასტერკლასის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის სხეულის ენის, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის მეთოდების, პოლიტიკური ტყუილის, პროპაგანდის და მასებზე მანიპულაციის გზების განხილვა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება.

მასტერკლასის სადისკუსიო ნაწილში აქტიურად ჩაერთნენ მასტერკლასის მონაწილეები.

პარტია "რეფორმერის" წევრი, უსაფრთხოების ექსპერტი ლაშა პატარაია:

"ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით უამრავ ტყუილს. ეს ხდება პირად ცხოვრებაში, საქმიან ურთიერთობაში, მედიაში, განსაკურებით კი პოლიტიკაში. დღეს, ისე როგორც არასდროს ვართ ინტენსიური პროპაგანდისტული და მასებზე მანიპულაციის კამპანიების სამიზნე, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ამის ნათელი მაგალითია. ასეთ დროს ადამიანს განსაკუთრებულად სჭირდება კომპასი, იმისთვის, რომ დაიცვას თავი ტყუილისგან, გაარჩიოს ფაქტები მოსაზრებებისგან , სიმართლე — დეზინფორმაციისგან. ის ცოდნა და უნარები, რაც მიიღეს მასტერკლასის მონაწილეებმა მისცემთ მათ საშუალებას, ახალ საფეხურზე აიყვანონ თავისი პროფესიული და პირადი ცხოვრება."