10 საინტერესო ფაქტი ვიტილიგოს შესახებ
ინტერნეტში ხშირად შეგვხვედრია ფერადკანიანი მოდელი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა ნაწილებში თეთრი ლაქები აქვს. მსოფლიოში ცნობილ პოპ-ვარსვლავზე, მაიკლ ჯექსონზე გავრცელებული მითქმა-მოთქმაც, კანის ფერის ცვლილებაზე, როგორც ამბობენ, ამავე შემთხვევას, დაავადება ვიტილიგოს უკავშირდება. ვიტილიგო არის მდგომარეობა, როცა კანის პიგმენტური უჯრედები სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს ან მთლიანად ნადგურდება. უჯრედები, რომელთაც მელანოციტები ეწოდებათ ვეღარ წარმოქნიან კანის პიგმენტს, მელანინს, შედეგად, ის ადგილები, სადაც აღნიშნული უჯრედებია განლაგებული, ფერს კარგავს ან თეთრდება.
ეს შესაძლოა სხეულის ნებისმიერ ადგილას განვითარდეს, მათ შორის ისეთ ნაწილებზეც, რომელზეც მზის სხივები ხშირად ხვდება, მაგალითად, ხელებზე, ფეხებზე, სახეზე და ისეთებზეც, როგორიც ნესტოები ან ყურის შიდა ნაწილებია.
ამ სტატიაში ვიტილიგოს შესახებ 10 ფაქტს გაგაცნობთ:
1. ვიტილიგო ავტოიმუნური დარღვევაა და არა "კოსმეტიკური" პრობლემა
მკვლევრების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ვიტილიგო ავტოიმუნური დაავადებაა, რადგან მარტივად რომ ვთქვათ, სხეული საკუთარ უჯრედებს "თავს ესხმის". ასევე, ცნობილია, რომ იმ ადამიანების 20%-ს რომელთაც ვიტილიგო აქვს, კიდევ ერთი სხვა ავტოიმუნური დაავადებაც აქვთ. მათ შორისიაა სკლეროდერმა — კანისა და შემაერთებელი ქსოვილების გამაგრება და შემჭიდროვება, ლუპუსი, იგივე წითელი მგლურა, ფარისებრი ჯირკვლის ანთება და სხვა. ასევე, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მისი მაპროვოცირებელი ფაქტორი სტრესიც შეიძლება იყოს.
2. ვიტილიგო გადამდები არაა
მართალია, ვიტილიგო სხეულის ნებისმიერ წერტილში შეიძლება გამოვლინდეს, მათ შორის გენიტალიებზეც, თუმცა ის გადამდები არაა.
3. ვიტილიგო გავრცელებულია ყველა რასის წარმომადგენლებში
მსოფლიოში ნებისმიერი რასისა, ეთნოსის თუ სქესის წარმომადგენელს შესაძლოა განუვითარდეს ვიტილიგო.
4. კანთან ერთად თმამაც შეიძლება შეიცვალოს ფერი
თუკი თმის ფოლიკულები განლაგებულია კანის იმ უბნებში, რომელშიც მელანინი აღარ წარმოიქმნება, თმამაც შესაძლოა დაკარგოს ფერი და გახდეს ნაცრისფერი ან სრულიად თეთრი.
5. ვიტილიგოსთან ერთად, ხშირად, ფსიქოლოგიური პრობლემებიც იჩენს თავს
ეს პრობლემა უმეტესად აღქმებთანაა დაკავშირებული. იმის გამო, რომ საზოგადოებაში ხშირად მცდარი დამოკიდებულებებია გავრცელებული ამ დაავადების მიმართ, ადამიანები ცდილობენ, დაფარონ სხეულის ნაწილები ან თავს გრძნობენ იზოლირებულად. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ურთიერთობებზე როგორც პირად, ისე პროფესიულ დონეზე.
6. ვიტილიგო, ძირითადად, 10-30 წლის ასაკში იჩენს თავს
თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში ის უფრო ადრეულ თუ გვიან პერიოდშიც ვლინდება.
7. როგორც წესი, ვიტილიგოს თან არ ახლავს რაიმე ფიზიკური გართულება
ვიტილიგო სხვა დამატებით გართულებებს, გარდა კანის უბნების დეპიგმენტაციისა, არ იწვევს. ის მხოლოდ და მხოლოდ ზრდის მზისგან დამწვრობის რისკებს. ამისგან თავის ასარიდებლად კი მზისგან დამცავი კრემების გამოყენება აუცილებელია.
8. ვიტილიგოს პრევენციის გზები ცნობილი არაა
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა საშუალებები დაავადების სამართავად, მისი პრევენცია ან მისგან სრულიად განკურნება არ ხდება.
9. დაავადების მართვა შესაძლებელია
თუმცა, ის დამოკიდებულია მდგომარეობის სიმწვავეზე, ლაქების ადგილმდებარეობასა და ზომაზე, მათ რაოდენობაზე, სიხშირესა და იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ორგანიზმი მკურნალობაზე.
აქედან გამომდინარე, სამედიცინო თერაპიაში სხვადასხვა სახის კრემები, წამლები, ლაზერული თერაპია თუ დეპიგმენტაციის მეთოდები გამოიყენება.
10. ვიტილიგო მსოფლიოს მოსახლეობის 1%-ს აქვს
მიუხედავად იმისა, რომ ვიტილიგო იშვიათი დაავადებაა, უკანასკნელ პერიოდში ცნობადობა და მისდამი მიმღებლობა იზრდება.
როგორ ჩნდება და რა შეიძლება იყოს ვიტილიგოს დაავადების მაპროვოცირებელი — ამ თემაზე მთავარი არხის დილის გადაცემაში შენი დილა სტუმრებმა დერმატო-ვენეროლოგმა, მედიცინის დოქტორმა, ელგუჯა ბერაიამ და თიკო დევდარიანმა ისაუბრეს.
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
კომენტარები