HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით, 31 ივლისს შატო მუხრანში HR ბიზნეს სამიტი ჩატარდა. PSP დაზღვევა უკვე მეორე წელია სამიტის უცვლელი წარმდგენი და პარტნიორია. წლევანდელი ბიზნეს სამიტის მთავარი თემა იყო ცვლილებები. ღონისძიება გახსნეს HR hub-ის დამფუძნებლებმა, ანა გზირიშვილმა და ანა ნავდარაშვილმა. შეკრებილ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სიახლის შესახებ ესაუბრა PSP დაზღვევის გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე. ღონისძიების ტრადიციად ჩამოყალიბდა პირველი ბილეთის შემძენი მონაწილის დასაჩუქრება, განსაკუთრებული აღმოჩნდა ამ მონაწილისთვის PSP დაზღვევის მიერ მომზადებული სიურპრიზი — ელექტრო სკუტერი.

"პსპ დაზღვევა ყოველთვის ცდილობს იყოს მხარდამჭერი იმ საქმიანობის, რაც HR სპეციალისტებს პროფესიულ განვითარებაში, სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. Covid პანდემიამ დაადასტურა ის, რომ რისკების მართვა არის აუცილებელი და რისკების მართვა არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. სწორედ ამიტომ, პსპ დაზღვევა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს HR hub-თან, რადგან ვთვლით, რომ HR-ები არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რისკების განსაზღვრა და ამ რისკების მართვა დაზღვევის ინდუსტრიასთან ერთად; შესაბამისად უკვე მეორე წელია, პსპ დაზღვევა წლის მთავარი HR მოვლენის წარმდგენი და გენერალური სპონსორია", — განაცხადა სოფიო ლებანიძემ.

მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო თემატიკით მსმენელის წინაშე 10 სპიკერი წარსდა; ჩატარდა ვორქშოფები, განსხვავებული ფორმატის პანელ დისკუსია, ნეტვორქინგ აქტივობები, შეხვედრების ოთახი, გატვირთვისა და შემოქმედებითი და საგამოფენო სივრცეები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ინეტერესების მიხედვით გადაეწყვიტათ, რომელ ვორქშოფსა თუ აქტივობაში მიიღებდნენ მონაწილეობას. ქოუჩინგის კუთხეში ინდივიდუალური ქოუჩ სესიები ჩაატარეს ICF-საქართველოს წევრებმა.

ღონისძიების სივრცე მოიცავდა დასვენების, განტვირთვის, ფოტოგადაღების, ხატვისა და თიხის მასტერკლასების კუთხეებს. ღონისძიების დასასარულს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოეგოთ მრავალფეროვანი პროზები გრანდიოზულ გათამაშებაში.