ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში გუშინ, 3 აგვისტოს, სტიქიამ ადგილობრივი მაცხოვრებლები დააზარალა. წვიმის შედეგად დაიტბორა სახლების პირველი სართულები და დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსთავი 2

ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსთავი 2

როგორც On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გუშინ ლაგოდეხში 38 გამოძახება დაფიქსირდა, ამჟამად კი სიტუაცია სტაბილურია და გზებზე წყალი აღარ მოდის.