როგორც სააგენტო Radar იუწყება, 54 წლის დემი მურის სასიყვარულო ობიექტი სპაიდერმენის ვარსკვლავი ტობი მაგუაირია.

აღსანიშნავია, რომ ტობი და მური ერთმანეთს წლების წინაც ხვდებოდნენ. მათი ურთიერთობა 2002 წელს დაიწყო, როდესაც დემი მსახიობ ბრიუს უილისს გაშორდა, თუმცა მსახიობის ცხოვრებაში მალევე გამოჩნდა ეშტონ კატჩერი.

დემი და ეშტონი ერთად 2005-დან 2013 წლის ჩათვლით იყვნენ, ამასობაში კი ტობი დიზაინერ ჯენიფერ მეიერზე დაქორწინდა, რომელთანაც 9 წელი გაატარა.

"დემი კვლავ სექსუალური და მიმზიდველია, ტობი კი მისი ტიპის მამაკაცია - ახალგაზრდა, ჭკვიანი" - ამბობს სააგენტოსთან საუბარში ანონიმური წყარო.