გაიცანით ადამიანი, რომელიც 10 წელზე მეტია, იღბალს და მოგებას ყიდის — სიმონ კაჭკაჭაშვილს ხშირად შეხვდებით ვარკეთილისა და ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასა და ლილოს ბაზრობაზე. ის ლატარიის ბილეთების ფეხით მოსიარულე გამყიდველია: "ლოტო, ლოტო-ს" ომახიანი შეძახილებით იქცევს გამვლელების ყურადღებას და ყიდის... მოგებას.

ფოტო: Lotto.ge

სიმონ კაჭკაჭაშვილს ლატარიის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, შვილივით უფრთხილდება თითოეულ ბილეთს, გულშემატკივრობს ყველა მყიდველს და მათი სიხარულით უხარია მოგებაც.

ფოტო: Lotto.ge

საქართველოს ეროვნული ლატარია მადლობას უხდის თავის ღვაწლმოსილ თანამშრომელს და უსურვებს ჯანმრთელობას.