დეპუტატების საქმიანობის შეფასება მათი გამოსვლების რაოდენობით, ვფიქრობ, ყველაზე ზედაპირული შეფასებაა — თალაკვაძე
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის აზრით, დეპუტატების საქმიანობის შეფასება მათი გამოსვლების რაოდენობის მიხედვით, ზედაპირულია. თალაკვაძე საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ანგარიშს გამოეხმაურა, რომელიც 2019 წლის საპარლამენტო საქმიანობას ეხება.
"დეპუტატების საქმიანობის შეფასება მათი გამოსვლების რაოდენობით, მე ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ზედაპირული შეფასება, რომელიც ოდესმე მომისმენია და მინახავს სხვა ევროპული პარლამენტების შემთხვევაში. ამიტომ მე ვთხოვდი ყველას, ვინც დაინტერესებულია პარლამენტის საქმიანობა შეაფასოს, დეპუტატების გამოსვლების რაოდენობა მექანიკურად კი არ დათვალონ, არამედ ნახონ რეალურად რას აკეთებენ ეს ადამიანები იმ საზოგადოებაში, სადაც ისინი აირჩიეს", — ამბობს პარლამენტის თავჯდომარე.
2019 წელს პარლამენტის 21 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შეფასების ანგარიშშია საუბარი.
პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში ორგანიზაციამ 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა.
21 დეპუტატი, რომლებიც სიტყვით არ გამოსულან:
- ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
- ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
- რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
- მახირ დარზიევი (უმრავლესობა);
- მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
- ზაზა კედელაშვილი (ევროპული საქართველო);
- თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა);
- იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
- სამველ მანუკიანი (უმრავლესობა);
- ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
- გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი);
- რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
- რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი);
- რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა);
- დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა);
- ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა);
- გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
- არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა);
- ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
- ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი);
- ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა).
ჩამოთვლილი დეპუტატებიდან ზოგიერთს ხმა წლების განმავლობაში საერთოდ არ ამოუღია. 2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, მოქმედი პარლამენტის 16 დეპუტატს სამი წლის განმავლობაში ხმა საერთო არ ამოუღია. მათგან რვა "პრინციპული დეპუტატია" და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო.
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
კომენტარები