2020 წლის ივლისში საქართველოში ინფლაციის დონემ -0,5 პროცენტს მიაღწია, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5,7%-ს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობითვე, ივლისის თვეში სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 1,6%-ით შემცირდა, ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე 4%-ით, ხოლო ტრანსპორტზე ფასებმა 1%-ით მოიმატა.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 11,5%-იანი ზრდა ფიქსირდება, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასები 9%-ით იზრდება, ხოლო ტრანსპორტზე ფასები შემცირდა 9,3%-ით. ფასების კლება პირადი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციაზე -11,9%-ს შეადგენს, სატრანსპორტო მომსახურებაზე კი -7,1%-ს.