ქართული ოცნების რიგით მე-4 ყრილობა ვიცე პრემიერმა, კახი კალაძემ გახსნა და განსაკუთრებული პატივისცემით ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიესალმა. მან აღნიშნა, რომ ივანიშვილმა საქართველოსთვის გადამწყვეტ დროს ხალხს თავდადებისა და თავგანწირვის მაგალითი აჩვენა:

"მან მოგვცა შესაძლებლობა, თავი დაგვეღწია ღირსების შემლახველი რეჟიმისგან. მივესალმოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს!".

კალაძე ასევე პერსონალურად მიესალმა ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილსაც და აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ღარიბაშვილმა წარმატებით შეასრულა ქვეყნის ლიდერის ფუნქცია.