ფანმა Avatar: The Last Airbender-ის ინტრო კომპიუტერულ 3D ანიმაციად გარდაქმნა
კომპიუტერულ ანიმაციად გარდაქმნილი Avatar: The Last Airbender ყოვლად წარმოუდგენელია. ყველასთვის საყვარელი ანიმაციური სერიალის პრემიერა 2005 წელს შედგა Nickelodeon-ზე და თავისი შთამბეჭდავი სამყაროსა და კომპლექსური პერსონაჟების მეშვეობით მაყურებელთა გულები მალევე დაიპყრო. ავატარის ანიმაცია სამი სეზონის განმავლობაში გაგრძელდა, შემდეგ კი, 2010 წელს, გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ფილმი The Last Airbender, რომელსაც ახალი ფრენჩაიზის დაწყების იმედები ჰქონდა. სამწუხაროდ, ფილმი სრული კრახი გამოდგა.
The Last Airbender-ის ცუდი გამოხმაურებების მიუხედავად, ავატარის გაცოცხლება კვლავ იგეგმება. ამჯერად პროექტზე Netflix მუშაობს და ის სატელევიზიო სერიალადაა ჩაფიქრებული. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ჯერ კიდევ 2018 წელს დაანონსდა, დღემდე ძალიან ცოტა სიახლეა მის შესახებ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შოუს შექმნაში ავატარის ორიგინალი ანიმაციის ავტორები მაიკლ დანტე დიმარტინო და ბრაიან კონიეცკოც არიან ჩართულები. ავატარის ზუკოს გამხმოვანებელმა დანტე ბასკომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის სერიალის პროდიუსერებს ესაუბრა, რაც ფანებს იმის იმედს აძლევს, რომ, შესაძლოა, ის როგორღაც ჩაერთოს შოუში.
სანამ ფანები ნეტფლიქსის სერიალის მოლოდინში არიან, ბევრმა მათგანმა საკმაოდ კრეატიულად გამოხატა შოუსადმი საკუთარი სიყვარული. ჯეიკობ ი. მანმა, რომელიც 2017 წლის მოკლემეტრაჟიანი Extinguished-ის ერთ-ერთი რეჟისორია, ახალი ვიდეო შემოგვთავაზა. ამ ვიდეოში ავატარის ინტრო გაცოცხლებულია კომპიუტერული 3D ანიმაციით, რომელშიც აანგი საკუთარ მოძრაობებს ახალ სტილში გვაჩვენებს. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სტილი ავატარს ძალიან მოერგო. იხილეთ ვიდეო:
სტიქიების მაგია ავატარის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და ის ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ანიმაციის ფორმატი შოუს ძალიან შეეფერება. The Last Airbender-ის მრავალი მინუსიდან ერთ-ერთი ის იყო, რომ ფილმში სტიქიების მაგიის განსხვავებული სტილები უნიკალური, ვიზუალურად საინტერესო გზებით არ გამოჩნდა. ეს ერთ-ერთი რამაა, რაც ნეტფლიქსის ავატარმა უნდა გაითვალისწინოს; თუკი მაგია კარგად არ წარმოჩინდა, ფანები უკმაყოფილოები დარჩებიან. როგორც არ უნდა ველოდეთ ავატარის ახალ სერიალს, რთულია იმის უარყოფა, რომ კომპიუტერულად ანიმირებული ავატარიც არანაკლებ გასაოცარი იქნებოდა, როგორც ამ ვიდეოდან შეგვიძლია დავასკვნათ.
ავატარის სამყარო ძალიან ვრცელი და გასაოცარია, მაყურებელს კი ერთი სული აქვს, იხილოს, როგორ მოახერხებს Netflix მის გაცოცხლებას. იმედია, ისინი შეძლებენ ანიმაციურ სერიალში არსებული ენერგიულობისა და სიხალასის შენარჩუნებას. სხვა თუ არაფერი, ისიც კარგი იქნება, ახალი სერიალი თუThe Last Airbender-ს მაინც აჯობებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ავატარი დღემდე ბავშვების ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სერიალია და, ალბათ, მომავალში მისით შთაგონებულ კიდევ არაერთ ქმნილებას ვიხილავთ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები