გამოცემა ტაბულას დამფუძნებელი და რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სამი თვით რედაქტორობას დატოვებს და მისი ქმრის, გიგა ბოკერიას საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება. ჩერგოლეიშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ მას პარტიასთან შეხება ნაკლებად ექნება. ფოთში ცალკე შტაბს ჩამოაყალიბებს და ახალგაზრდების მიმართულებას ჩაიბარებს.

როგორც მან ფეისბუქზე დაწერა, ის საცხოვრებლად ფოთში გადავა, მისი არყოფნის პერიოდში კი ჟურნალისტი და რელიგიის მიმომხილველი, ლევან სუთიძე გამოცემის რედაქტორი იქნება.

"ყველას, ვისაც ჩვენ მოგწონვართ, ან უბრალოდ — გაინტერესებ ვართ და ცხოვრობთ ფოთში, ხობში, სენაკში და მის შემოგარენში — შემეხმიანეთ. ჯერ მოგისმენთ და მერე ერთად მოვიფიქრებთ რა ვქნათ — როგორ მოვიგოთ", — წერს ჩერგოლეიშვილი.

დღეს, 3 აგვისტოს ევროპულმა საქართველომ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაწყო. მათ რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს, რომელთა შორისაა გიგა ბოკერიაც, რომელიც ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში იყრის კენჭს.

ამავე თემაზე: