Mystartup.ge ის ადგილია, სადაც ქართველი სტარტაპერების შექმნილი საშენო ორიგინალური ნაწარმი, იქნება ეს საყვარელი მცირე კომპანიის პროდუქცია თუ სრულიად ახალი აღმოჩენა, ყოველთვის შეგიძლია იპოვო.

ჩვენ წარმოგიდგენთ 10 საინტერესო სტარტაპს, რომლის ნახვაც Mystartup.ge-ზე შე შეგიძლია.

ჩუ არის სახალისო ქართული სამაგიდო თამაში, რომლითაც შეგიძლია მეგობრებთან ერთად გაერთო და ამასთანავე ჟესტური ენაც შეისწავლო.

მადელაინი უკვე 2 წელია ქართულ ბაზარზეა და ქართულ ხელნაკეთ, უსაფრთხო სათამაშოებს აწარმოებს. მადელაინის შექმნელებმა თავდაპირველად სათამაშოების გაკეთება 11 წლის წინ დაიწყეს, როდესაც მათ ოჯახში პირველი შვილი გაჩნდა. ნაწარმის მთავარი შემფასებლები და მენტორები დღემდე მათი შვილები არიან.

პარმა არის ეკო ტყავისგან დამზადებული ხელნაკეთი, ფერადი ჩანთები გამორჩეული და ფერადი ადამინებისთვის.


ნიკო ეკოლოგიურად სუფთა ქალისა და მამაკაცის სამკაულებს, სხვადასხვა ხის მასალისგან ამზადებს.


ნუფ-ნუფი ხის ხელნაკეთ სიგარეტის და ასანთის კოლოფებს აწარმოებს, რომელიც შექმნილია შენი საყვარელი ფეწერული ტილოების შთაგონებით.

wood-area წიგნის ორიგინალურ სანიშნებს აწარმოებს. ფიროსმანის თუ სხვა გამოჩენილი ქართველი არტისტების პერსონაჟები და შენი ბავშვობის მულტფილმის გმირები ვუდ არეამ მოხდენილ სანიშნებად აქცია.


მიდი თანამედროვე სუვენირებს ქმნის. ეს არის ხშირად გამოყენებადი ფრაზების ერთობლიობა, რომლებიც გამომსახველობას სხვადასხვა ნივთებზე პოულებენ.


მარიანოს ბრენდის ფარგლებში მომხმარებელი ხვდება სპილენძით და ბუნებრივი ქვებით შექმნილ ქალისა და მამაკაცის ხელნაკეთ სამკაულებსა და აქსესუარებს. ნივთების დამუშავება ხდება უშუალოდ ხელით (ე.წ. "Wire wrap" ტექნოლოგიით) - არ გამოიყენება დამატებითი მოწყობილობები.

სკაუტი ფერად პინებს ქმნის. ეს ბრენდი საყვარელი ფილმების სცენებს, პატარა ხინკლებს და სხვადასხვა მოგონებებს პინების სახით აცოცხლებს, რომლის ტარებაც გულით, ხლეით ან ჩანთით შეგიძლია

პინო მინიმალისტური დიზაინის ხის ავეჯს ქმნის, მაგალითად წიგნის ორიგანალურ თაროებს, დახვეწილი დიზაინის ტანსაცმლის საკიდს და სხვა საჭირო ნივთებს, რომლებიც ესთეტიკასთან ერთად პრაქტიკულ საჭიროებებზეც არის გათვლილი.


ამ მშვენიერი ნივთების შეძენა ონლაინ, Mystartup.ge-ზე მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილზე მიტანის სერვისით შეგიძლია. ხოლო, VISA-თი გადახდისას გადახდილი თანხის 40%-ს უკან დაიბრუნებ.