ბარაკ ობამამ, რომლის საპრეზიდენტო ვადაც მალე იწურება, თეთრი სახლის ოვალურ ოფისში ცნობილ მსახიობს, ბილ მიურეის უმასპინძლა და მასთან ერთად მინი-გოლფი ითამაშა.

ამ დუელის ამსახველი ვიდეოკადრები თეთრი სახლის ოფიციალურ ტვიტერზე გავრცელდა.

შეიძლება ითქვას, რომ მიურეისა და ობამას მატჩი ე.წ. ობამაქეარის, ანუ ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამის რეკლამაა.

ერთ მომენტში ბილ მიურეი ამბობს, რომ მუხლი სტკივა და არ ჰყავს ექიმი, რომელიც მიხედავს და არც დაზღვევა აქვს, ხოლო პრეზიდენტი პასუხობს, რომ მას უკვე შეუძლია ჩაერთოს პროგრამაში და მიიღოს ხელმისაწვდომი დაზღვევა და თავს მიხედოს.

რაც შეეხება თავად შეჯიბრს, როგორც ვიდეოში ჩანს, ბილ მიურეიმ ბარაკ ობამა დაამარცხა.