დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

3 აგვისტოსთვის საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ StopCov-ის ვებგვერდზე განახლდა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, 2 ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთის დაინფიცირების მიზეზი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. ხოლო მეორე დადასტურებული შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით.

განახლებული სტატისტიკით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 1 179 -მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 959 ადამიანი, გარდაცვლილი — 17. კარანტინის რეჟიმში 6 919 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 251 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: