გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მიხეილ სააკაშვილს პასუხობს.

"ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე!", — წერს ვაშაძე.

გიორგი ვაშაძემ თავისი პოსტისთვის ვარსკვლავური ომების ერთ-ერთი ცნობილი პერსონაჟის, კაილო რენის ფოტო გამოიყენა. კაილო რენს პირველად ცნობილი საგის მეშვიდე ეპიზოდში ვხედავთ. თავდაპირველად ის თავისი ბაბუის, დართ ვეიდერის გზას მიჰყვება და ბნელი ძალების სათავეში დგება. თუმცა შემდგომში იპოვის საკუთარ გზას, აღუდგება პირველ ორდენს და ნათელ მხარეს გადავა.

დღეს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა.

27 ივლისს, გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია, ძალა ერთობაშია დატოვეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა, სტრატეგია აღმაშენებელი წარადგინეს. მათი განცხადებით, სტრატეგია აღმაშენებელი ამ ეტაპზე კიდევ ორ სუბიექტს — ახალი საქართველო და კანონი და სამართალს აერთიანებს.