რამდენიმე დღის წინ ბიონსემ ახალი კინოალბომი Black Is King გამოაქვეყნა. ვიზუალური ალბომი და ფილმი დისნეის მეფე ლომის მოტივებზეა შექმნილი, რომლის საუნდტრეკებზეც სწორედ პოპვარსკვლავი მუშაობდა. მომღერლის კინოალბომის პრემიერაც ზუსტად ემთხვევა მეფე ლომის პრემიერის ერთი წლისთავს და შავკანიანების უფლებებისთვის ბრძოლას ეძღვნება.

შთაბეჭდილებების ქვეშაა ბიონსეს სუპერფანი, ადელიც. 32 წლის მომღერალმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც მისი სამოსი ბიონსეს ახალ ალბომის კოსტიუმების ანალოგია, ფონზე კი ტელევიზორში ჩართულ ბიონსეს ახალ ფილმს ვხედავთ.

"მადლობა დედოფალო, რომ შენი შემოქმედებით გვაგრძნობინებ სიყვარულს", — წერს ადელი.

თუმცა, ყურადღებას იპყრობს ადელის მშვენიერი, ხვეული თმები. ინგლისელი მუსიკოსის მსმენელი მოუთმენლად ელის მის ახალ იმიჯსა და ალბომს, რომელიც, სავარაუდოდ, 2020 წლის შემოდგომაზე უნდა გამოვიდეს.

"Black Is King შავკანიანი მოსახლეობის გამოცდილების ღირსშესანიშნავი მოგონებებია მთელი მსოფლიოსთვის. ფილმი მოგვითხრობს თაობების შესახებ, რომლებმაც შექმნეს აწმყო. ეს არის ამბავი გაერთიანებული კულტურებისა და თაობებს შორის გაზიარებული რწმენებისა", — დისნეიმ სწორედ ასე დააანონსა ფილმი, რომელიც კომპანიის სტრიმინგ სერვისზე 31 ივლისს გამოჩნდა.

2017 წლის გრემიზე, როდესაც ადელმა წლის ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა, თავის სამადლობელ სიტყვაში თქვა, რომ ეს ჯილდო Lemonade-ს [ბიონსეს მე-6 სტუდიური ალბომი] ეკუთვნოდა და ბიონსეს მისი ცხოვრების ხელოვანი უწოდა. რაღაცები როგორც ჩანს არ იცვლება.

ფოტო: CBS

ნახეთ სრულად:

ამავე თემაზე: