პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ქართული ოცნების პროპორციულ სიაში საკუთარ კანდიდატურას არ განიხილავს.

"მამუკა ბახტაძეს აქვს დიდი და პოზიტიური გამოცდილება. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო. რა თქმა უნდა, საპარლამენტო გუნდისთვის ნამდვილად შენაძენი იქნებოდა მისი პარლამენტში მოსვლა, თუმცა სავარაუდოდ, ის არ იქნება პროპორციულ სიაში, ვინაიდან მას სხვანაირად აქვს მომავალი კარიერა წარმოდგენილი. იცით, ძალიან გამოცდილი და კომპეტენტურია საერთაშორისო ურთიერთობებში", — განაცხადა თალაკვაძემ.