პანიკისა და კრიტიკის საფუძველს ვერ ვხედავ — კალაძის მოადგილე ჭავჭავაძეზე
თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძე ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამის საფუძველს ვერ ხედავს. მისივე თქმით, რეფორმის შეფასება დღეს არასწორია, ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და ადაპტაციის პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება.
ხმალაძე ასევე აღნიშნავს, რომ ახლა "ინდივიდუალურ ტრანსპორტზე მორგებული სისტემიდან, გადავდივართ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მორგებულ სისტემაზე".
"მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და ამასთან შეჩვევას შესაძლოა, გარკვეული დრო — რამდენიმე დღე ან ერთი-ორი კვირაც დასჭირდეს. ამიტომ შეფასებები დღეს არ უნდა გავაკეთოთ. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ სწორედ იმ პოლიტიკის ჭრილში, რომელიც ყველას სჯერა, რომ სწორია და მივდივართ მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით. აქედან გამომდინარე, მე ვერც პანიკის და ვერც კრიტიკის საფუძველს ვხედავ", — განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, "შეფერხებები იქნება ხვალაც, ზეგაც, მაგრამ რამდენიმე დღეში, შეიძლება ერთ კვირაშიც, ყველაფერი ჩადგება ფორმაში და დარეგულირდება". ვიცე-მერი აღნიშნავს, რომ ჭავჭავაძეზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გამზირის გამტარუნარიანობა გაიზარდა.
რაც შეეხება საცობებს, ამ შემთხვევაში ირაკლი ხმალაძე ქალაქის წინა მმართველებზე მიუთითებს და ამბობს, რომ პრობლემაა სატრანსპორტო სისტემის ის პოლიტიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში ატარებდა და რომლის შედეგადაც "შეუსაბამოდ დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებები მივიღეთ".
"გაიხსენეთ, სამი წლის წინ რა იყო მოსახლეობის მთავარი დაკვეთა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ყველაზე მწვავე პრობლემა იყო საცობი და სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი. ჩვენ თუ არ მოვინდომეთ, რომ ნაკლებმა მანქანამ იაროს ქალაქში და ნაკლებად გადავაადგილდეთ მანქანებით, ჯადოსნური ჯოხით ხომ არ შევამცირებთ ჰაერის დაბინძურებას, ან საცობებს როგორ განვტვირთავთ?", — აცხადებს ვიცე-მერი.
დღეს თბილისის მერიის მისამართით კრიტიკა გამოიწვია საცობებმა ვაკეში, მეტწილად, ჭავჭავაძის გამზირზე. მოქალაქეები ამას გამზირის რეაბილიტაციას უკავშირებენ, რის შედეგადაც ავტომობილების სავალი ზოლი შემცირდა, ავტობუსების გაჩერებები კი ქუჩის შუაში დამონტაჟდა.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები