დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

1 აგვისტოსთვის საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ StopCov-ის ვებგვერდზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და ყველა ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

განახლებული სტატისტიკით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 1 171 -მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 947 ადამიანი, გარდაცვლილი — 17. კარანტინის რეჟიმში 6 588 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 323 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: